აიაქსმა ლიდერი შეინარჩუნა 

ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

ამსტერდამის აიაქსმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ნერეში შეინარჩუნა.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰოლანდიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. 


ღმერთის შვილების წინა, წარმატებულ სეზონში 22 წლის შემტევი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო - 50 მატჩი 12 გოლი. 


ნერეში აიაქსმა სან პაულოდან 2016 წელს დაიმატა, მაშინ როცა მშობლიურ გუნდში მხოლოდ 9 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ახლა კი ამსტერდამელებთან ერთად მეოთხე სეზონს იწყებს. ნერეშმა აიაქსის მაისურით 103 მატჩში 29 გოლი გაიტანა.