აცეკვებული რონალდუ (+VIDEO)

კრიშტიანუ ახალ რეკლამაში გადაიღეს 

 

ვიდრე სერია ა დაიწყებოდეს, ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კამერების წინ პოზირებს. 

პორტუგალიელი თავდამსხმელი ამჯერად სინგაპურის სავაჭრო ცენტრის რეკლამაში გადაიღეს, რომელშიც მას გოლი გააქვს, მერე კი ტრადიციულ აღნიშვნას თან ცეკვას აყოლებს. 

ვიდეოს, რომელშიც ოქროს ბურთის ხუთჯერ მომგები ფეხბურთელი მონაწილეობდა, Twitter-ში 3.5 მილიონი ნახვა აქვს.