გრიზმანი ჯერ გრიზმანის აჩრდილია

როგორც ჩანს, ადაპტაციის საკითხია: ანტუან გრიზმანი ბარსელონაში ვერც ამხანაგურ მატჩებში ბრწყინავდა და ლა ლიგის პირველი ტურიც ჩააგდო.

ბილბაოსთან მან სამჯერ დაარტყა კარისკენ, მაგრამ ორი ააცილა, ერთიც - მცველმა მოიგერია. გარდა ამისა, მხოლოდ 20 ზუსტი პასი გააკეთა.

 

შეგახსენებთ, ბარსამ ბილბაოში 0:1 წააგო.

 

ამასობაში, ფრანგი ვარსკვლავი სათამაშო ნომრის შეცვლას აპირებს. ფილიპე კოუტინიუს ბაიერნში გადასვლის მერე, 7 ნომერი თავისუფალი გახდა. გრიზმანი კი ნაკრებშიც და მადრიდის ატლეტიკოშიც 7-იანი იყო. ახლა ბარსაში 17 ნომერია.