ლუკაკუ 100 კილოგრამს ასცდა

Corriere dello sport–ის ცნობით, ინტერის ახალწვეული რომელუ ლუკაკუ სერია A–ს პირველ ტურს გამოტოვებს: ლეჩესთან. უფრო სწორად გამოატოვებინებენ.

მიზეზი? კლუბი ბელგიელისგან მოითხოვს, რომ 100 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს, ლუკაკუ კი 104 კილოგრამს იწონის. ვეება ფორვარდმა წონა იმიტომ მოიმატა, რომ ტრავმა ჰქონდა და მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა.

 

სხვა რა დარჩენია – ახლა დამატებით ვარჯიშობს და მკაცრ დიეტაზეა.