Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 11. ანდრე დრამონდი (დეტროიტი)

დეტროიტს არ აქცევენ ყურადღებას. არაჩვეულებრივი. გუნდმა ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს და მაქსიმალურად შორს გავიდეს. 

კარიერა: დეტროიტი (2013-დღემდე).

პოზიცია: ცენტრი.

სტატისტიკა: 14.1 ქულა, 13.7 მოხსნა, 1.6 დაფარება.

 

ცენტრები გარედან გკლავენ და დეტროიტის მეხუთე ნომერი ძველი სკოლაა. მიიღე ბურთი, ჩააყენე ცენტრი, შედი სამწამიანში, მიაწექი მოწინააღმდეგეს, მოიგო პოზიცია და მიათხარე, დაამცირე ის, ვინც შენს წინააღმდეგ დაცვა გაბედა. დრამონდი ნაკლებად აგრესიული და სადისტური ცენტრია. დრამონდი არ ცდილობს დუაიტ ჰოვარდივით შენი თავმოყვარეობის შელახვას და ის არ არის დამპყრობელი. უბრალოდ, დრამონდი ყველაფერს მოგიხსნის, ყველაფერში ხელს შეგიშლის და ყველაფერს წაგართმევს. შემდეგ, თუ კვლავ მოგინდება მის უბანში შესეირნება, კეთილი, მობრძანდი და ყველაფერი მეორე წრეზე წავა, დრამონდის სროლა უკეთესია. დრამონდის დაცვა არ არის ძველი დრამონდის დაცვაზე უარესი. დრამონდმა ისწავლა პასის გაკეთება და პისტონზის ცენტრი აღარ ისვენებს ბოლო მეოთხედში. მას აღარ მალავენ. დრამონდმა ეს პატივისცემა დაიმსახურა. დრამონდი ზედმეტად კარგი, საჭირო გახდა.

დეტროიტს არ აქცევენ ყურადღებას. არაჩვეულებრივი. გუნდმა ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს და მაქსიმალურად შორს გავიდეს. დეტროიტი მზად არის ფლეი ოფში ნებისმიერისთვის. გუნდმა ისწავლა. გუნდი არ აცდენდა ლექციებს და დღეს, ანდრე და ბლეიქ გრიფინი გამორჩეულად კარგ და ძლიერ ტანდემს კრავენ.

დრამონდი ითამაშებს ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში.

დრამონდიც ვარსკვლავია.