Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 10. კავაი ლეონარდი (კლიპერსი)

ლეონარდის კლიპერსი ჯერ ლოს ანჯელესისთვის და შემდეგ, ჩემპიონობისთვის იომებს.

კარიერა: სან ანტონიო (2012-2018), ტორონტო (2018-2019), კლიპერსი (2019-დღემდე).

პოზიცია: ფორვარდი.

სტატისტიკა: 17.7 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.4 პასი.

 

კავაი ლეონარდმა შეცვალა ლიგა, როდესაც ლებრონ ჯეიმსთან მეგობრობის ნაცვლად ახალი ვილა მოითხოვა, სადაც სტუმრების სიას თავისით, სხვისი დახმარების გარეშე შეადგენს და გაერთობა. კავაიმ ტორონტოსთან ერთად მაგრად იგულავა, მოსაგები მოიგო, დაისვენა, ყველას ვალი გადაიხადა და ახალ გუნდში მიდის. რომელიც მისი სახლია. იქ კავაი იზრდებოდა. იქ კავაის მამიკო მოკლეს. იქ კავაი კაცი გახდა. იქ ლეონარდის ლეგენდა დაიწყო. რომელიც სან ანტონიოში გაგრძელდა და სუსხიან კანადაში კავაიმ თქვა - ეს ჩემი ლიგაა!

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კევინ დიურანტი. აქვს უფლება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მისტერ ჯეიმსი და ალბათ, ეს კავაისთან პირად გარჩევებში უნდა გაიაროს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ჯეიმს ჰარდენი და ალბათ, სტეფ კარიც. ამ მოსაზრებას სხვებიც არ ეთამხმებიან, მაგრამ ლეონარდმა მოიგო და სანამ, ვინმე ლეონარდს არ მოუგებს, ეს მისი ლიგა, მისი ტერიტორია, მისი პრივატული ცეკვა და სამოთხეა.

კავაისთან ერთად კლიპერსი გახდა ღრმა. და ის, რომ კავაი ფენტეზიში მხოლოდ მეათეზე ზის, ძალიან მარტივია - ლეონარდს დაასვენებენ და ხშირად, ის უბრალოდ, ქულებს ვერ დაგიწერთ. ჯანმრთელი კავაი ფენტეზი-მონსტრია.

ლეონარდის კლიპერსი ჯერ ლოს ანჯელესისთვის და შემდეგ, ჩემპიონობისთვის იომებს.

და გჯეროდეთ, რომ კავაი მზად იქნება.

ეს კავაის ლიგაა.