ჯადოსნური ლეიკერსი

ამ საოცრებებით ლეიკერსმა შექმნა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზი გუნდი. 

მეჯიქ ჯონსონი ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელია. ალბათ, ჯორდანთან ერთად ძველი თაობის წარმომადგენლებისთვის ყველაზე უალტერნატივო  პოზიცია კალათბურთის ისტორიაში. დანკანიც მაგრად უჯოკრავს ყველას.

მეჯიქის ეპიზოდური გახსენება საოცარ და ყველაზე ლამაზ მოგზაურობას ჰგავს. ამ მოგზაურობის გიდი არის ჯონსონის და იქ არ არსებობს სიყალბე. მხოლოდ ჯადოსნური პასები და ღიმილი. რომელიც კლავდა.

ლარი ბერდის საუკეთესო მეგობარი. მაიკლ ჯორდანის ყველაზე აგრესიული მოწინააღმდეგე მოედანზე. შიდსის ყველაზე პოპულარული მატარებელი. ეს იყო მეჯიქი.

როდესაც ლებრონს, დანკანს, ბერდს ყველაზე ლამაზი მოთამაშის დასახელება დაავალეს, სამივემ თქვა მეჯიქი.

როდესაც მეჯიქი მოედანზე იყო, საოცრებები ხდებოდა.

ამ საოცრებებით ლეიკერსმა შექმნა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზი გუნდი. რომელიც კალათბურთთან ერთად ფილმშიც თამაშობდა.

და იმ ფილმის რეჟისორი იყო მეჯიქი.