კოუტინიომ ბაიერნთან კონტრაქტს ხელი მოაწერა (+VIDEO)

ბრაზილიელი მიუნხენშია

 

ფილიპე კოუტინიო მიუნხენის ბაიერნს ოფიციალურად შეუერთდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რეკორდმაისტერთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. 

 

კოუტინიო გერმანიის ჩემპიონში ერთ წელიწადს განათხოვრებით გაატარებს, მერე კი ბავარიელებს მისი გამოსყიდვა 110 მილიონ ევროდ შეეძლებათ.