ფიფამ პუშკაშის პრემიის ნომინანტები დაასახელა (+VIDEO) 

ლიონელ მესი, ზლატანი და სხვები 

 

FIFA-მ 2019 წლის საუკეთესო გოლის ნომინანტები გამოავლინა. სიაში 8 მამაკაცი და 3 ქალი ფეხბურთელია.

 

პუშკაშის პრემიისთვის ლიონელ მესი (ბარსელონა/ბეტისთან), დანიელ ჟორი (დებრეცენი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს ანჯელეს გალაქსი/ტორონტოსთან), ენდროს თაუნსენდი (კრისტალ პალასი/მანჩესტერ სიტისთან) ფაბიო კვალიარელა (სამპდორია/ნაპოლი), ხუან კინტერო (რივერ პლეიტი/რასინგთან), მატიას კუნჩა (ლაიპციგი/ლევერკუზენთან), აჯარა ნხუტი (კამერუნის ნაკრები), ემი როდრიგესი (იუტა რტოიალსი), ბილი სიმპსონი (სიონი) იბრძოლებენ.

 

სიაში 2018 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისამდეა დროში გატანილი გოლებია ამოკრეფილი. ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული ლივერპულის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰია.