ტუხელი: ნეიმარს შემცვლელის გარეშე არ გავუშვებთ 

პარი სენ-ჟერმენში ბრაზილიელის ჩანაცვლებაზე დაფიქრდნენ

ნეიმარის უსაშველოდ გაწელილი საკითხი გარდა ქომაგისა და პსჟ-ს პრეზიდენტისა, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელსაც აწუხებს. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ გავრცელებული ჭორების უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა თუ ბრაზილიელი წავა, მაშინ გუნდს მისი შემცვლელის დროული შეძენა დასჭირდება. 


"არ შეგვიძლია ნეიმარის გაშვება მისი შემცვლელის შეძენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელს გავუშვებთ, მაშინ დაგვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა თავად შეეძლება. ზოგჯერ მატჩის მოგება ამის გარეშე შეუძლებელია. 


რაც შეეხება რენთან (1:2) წაგებულ მატჩში მის უთამაშებლობას, ეს ტრავმას უკავშირდება, ნეიმარი ჯერ სათამაშოდ სრულად მზად არ არის",-თქვა ტუხელმა


გასათვალისწინებელია, რომ ფილიპე კოუტინიო, რომელიც შესაძლოა ნეიმარის შემცვლელი ყოფილიყო, ბაიერნში გადავიდა.