ალანები 2018 და საქართველო

რუსეთის ნაკრებისთვის ეს შეჯიბრი მთავარი შესარჩევი ეტაპი იქნება "ივან იარიგინის" 2019 წლის სარეიტინგო გრან-პრისათვის

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, 18 კაცის შემადგენლობით მზად არიან ვლადიკავკაზში, საერთაშორისო ტურნირ „ალანები 2018“-ში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით იმართება.

 

რუსეთის ნაკრებისთვის ეს შეჯიბრი მთავარი შესარჩევი ეტაპი იქნება "ივან იარიგინის" 2019 წლის სარეიტინგო გრან-პრისათვის და შესაბამისად ყველა ძლიერი ფალავნის გამოყვანას გეგმავენ.

 

ტურნირში ჯამში 15 ქვეყნის სპორტსმენები იჭიდავებენ, რომელთა შორისაც არიან აშშ, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი და სხვები. ირანის ნაკრები სულაც გაძლიერებული შემადგენლობით აპირებს ჭიდაობას, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონი რეზდა იარდანი ულიდერებს.

 

საქართველოს ნაკრების ლიდერები კი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პატრიაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნებიან. მათ გარდა ვლადიკავკაზში გაშლილ ხალიჩაზე გავლენ ელიზბარ ოდიკაძე, დავით მარსაგიშვილი და სხვები.