ზარმაცი ტრანსფორმერი

ჰიუსტონში გატარებული წლებით დუაიტმა სოლიდურად შეავსო საკუთარი საბანკო ანგარიში და დაკარგა ნდობა.

დუაიტ ჰოვარდის კარიერა არარეალურად დაიწყო. რკინის კაცი, რომელიც არ აგდებდა ტემპს და რომელიც დაუნდობელი იყო. ჰოვარდმა კარიერა ჰოლივუდურად დაიწყო. აკრიფა, მიიღო ენერგია, უფრო აკრიფა, მილეწა ყველა და მიიღო ის, რაც ყოველთვის მოდაში იყო - ლეიკერსის ვიზა. გუნდი, სადაც ჯეკ ნიკოლსონი დურბინდით გაკვირდება და ტომ კრუზი თავს გიხრის.

ჰოვარდის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. ჰოვარდი ლეიკერსში დაიფუშა. ჰოვარდთან ერთად ერთად იქ სტივ ნეში მივიდა და იმ გუნდმა სეზონი სან ანტონიოსთან 0:4 სერიით დაამთავრა.

და ჰოვარდმა დაკარგა მუღამი. მოგების, პროგრესის, სხვისი დამტვრევის, ჩემპიონობისთვის ბრძოლის მუღამი.

ჰიუსტონში გატარებული წლებით დუაიტმა სოლიდურად შეავსო საკუთარი საბანკო ანგარიში და დაკარგა ნდობა. ის იღებდა დიდ ჰონორარებს და ის არ თამაშობდა. ის ინერციით ფარავდა სეზონს. ჰოვარდი გაჩერდა.

დუაიტი ლეიკერსში უნდა ყოფილიყო შაკი. და შაკს ეცინება, როდესაც ჟურნალისტები მას ჰოვარდს ადარებენ.

დუაიტი ლეიკერსში უნდა ყოფილიყო კობის რობინი და ვერ ითამაშა.

დუაიტ ჰოვარდი ყველაზე დიდი ნიჭის მქონე ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახდა.

პოტენციალი, სტატისტიკა და ყველაზე მაგარი კონტრაქტი ხანდახან არ არის საკმარისი.