ლიეტუვაში... საქართველო–ბოსნია 3:0

საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში განვითარების თასზე მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად ბოსნიასთან 3:0.

 დუბლი შეასრულა გიორგი ხაბულიანმა, ერთიც გიორგი გოჩიაშვილმა გაიტანა.

 

პირველ ტურში ქართველებმა 4:0 აჯობეს მოლდოვას. დარჩა ტურნირის ბოლო და გადამწყვეტი შეხვედრა: 22 აგვისტოს მასპინძელ ლიეტუვასთან. ჩვენებს ფრეც ხელს აძლევთ.