რა დალია ავსტრიელმა თამაშის დროს? ((+VIDEO)

აინტრახტის ავსტრიელი მცველი მარტინ ჰინტერეგერი შარში გაეხვია. 

ჯერ ის დავწეროთ, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში აინტრახტმა 1:0 მოუგო ჰოფენჰაიმს, ეს ერთადერთი გოლი  კი ჰინტერეგერმა პირველივე წუთზე გაიტანა.

 

თამაში სრულდებოდა, ჰინტერეგერმა რაღაც იტკინა და მინდორზე იწვა. ექიმებმა ფეხბურთელს წამალი მისცეს და მანაც დალია.  ცვლილება მზადდებოდა და ექიმებმა ხელები გააქნიეს, ჰინტერეგერი თამაშს აგრძელებსო.

 

გერმანიაში ეჭვობენ, რომ აკრძალული პრეპარატი მისცეს. დოპინგი... კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელს სპაზმი განუვითარდა და ექიმმა მარტინს უბრალოდ ნახშირწყალი დაალევინა.  

 

ასეა თუ ისე, ნაციონალური ანტისადოპინგო სააგენტო (NADA) საქმის გამოკვლევას აპირებს.