რონალდუ: მესიმ უკეთეს ფეხბურთელად მაქცია

რონალდუ: მესისთან ერთად მინდა ვივახშმო

მესიმ თქვა, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ლა ლიგაში მეტოქეობა მოენატრა. რონალდუსთვის კი არგენტინელი ის სპორტსმენია, რომელმაც უკეთესი ფეხბურთელი გახადა.

 

ერთი რამ ცხადია, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი ნამდვილად ბედნიერია, რადგან ამ ორი დიადი ფიგურის მეტოქეობას მოესწრო.

 

„მესის კარიერით აღფრთოვანებული ვარ. ის იმედგაცრუებული დარჩა, როცა მე ესპანეთი დავტოვე. ჩვენი მეტოქეობა პატივისცემას იმსახურებს.

 

ჩვენი შემთხვევა უნიკალური არ არის - ჯორდანსაც ჰყავდა მოწინააღმდეგე, ან ფორმულა 1-ში აირტონ სენასა და ალაინ პროსტის მაგალითი აიღეთ. ჯანსაღი კონკურენცია - აი, რა გვაერთიანებს.

 

არ ვდავობ, რომ მესიმ უკეთეს ფეხბურთელად მაქცია, როგორც მე დავეხმარე განვითარებაში. როცა ტიტულებს ვიგებდი, ეს მესისთვის ფუტკრის ნაკბენივით იყო და როცა ის იგებდა - პირიქით.

 

ჩვენ ერთად არასდროს გვივახშმია და მიზეზს ვერ ვხედავ მომავალში ეს რატომ არ უნდა გავაკეთოთ“, - თქვა რონალდუმ.

 

Image: PA