"მამამ დამარწმუნა, რომ ეს გამოწვევა იყო" - ანდრეს ინიესტას ცხოვრების წესი

გოლების სიუხვით ვერ დაიკვეხნიდა და არც წამდაუწუმ საგოლე პასს არიგებდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი ნამდვილად გაიტანა.. 

გოლების სიუხვით ვერ დაიკვეხნიდა და არც წამდაუწუმ საგოლე პასს არიგებდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი ნამდვილად გაიტანა. მშობლიური სოფლის ბარში მამა ტელევიზორში მუნდიალის ფინალს უყურებდა, მისმა ტანმორჩილმა ბიჭმა კი, რომელსაც მეზობლები სიმაღლის გამო დასცინოდნენ, ესპანეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო და ფურია როხა პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

 

ბარსელონას "ოქროს თაობის" ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, პეპ გვარდიოლას აღმოჩენა და სანიმუშო მოწაფე, უნიკალური ნახევარმცველი, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის არაერთგზის გამარჯვებული და უბრალოდ ბარსას ფეხბურთელი, რომელსაც სანტიაგო ბერნაბეუზე ტაში დაუკრეს - დღეს ანდრეს ინიესტას ცხოვრების წესს გავეცნობით.

 

 

მოტივაცია ფეხბურთის თამაშისთვის 

 

40 წლიამდე მინდა ვითამაშო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება 4 ან 5 წლის ასაკში გახდა და დიდი ზღაპარიც დაიწყო. 

 

 

ბარსელონას დატოვება 

 

სხეულმა მთხოვა. ჩემი ორგანიზმი იდეალურ მდგომარეობაში რომ იყოს, აუცილებლად დავრჩებოდი, მაგრამ დადგა მომენტი, როცა გავაანალიზე, რომ წასვლის დრო იყო. ფიზიკური ფორმის აღდგენას უწინდელთან შედარებით მეტი დრო მიჰქონდა. შეიძლებოდა დავრჩენილიყავი ბარსელონაში და არ მიმექცია იმისთვის ყურადღება შევძლებდი თუ არა თამაშს მაღალ დონეზე. მაგრამ ეს უწესო საქციელი იქნებოდა. წასვლის დრო იყო...

 

andres iniesta-ის სურათის შედეგი

 

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და დანი ხარკე 

 

ეს ჩემის კარიერაში ერთდერთი შემთხვევა იყო, როცა მაისური გავიხადე. არ ვიცი რა ვუწოდო ამას, ბედისწერა თუ სხვა რამ. ალბათ არსებობს სიტყვა, რომელსაც ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლია. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ესპანეთის ნაკრების პერსონალის წევრს ვთხოვე, რომ მაინცდამაინც ამ მატჩში შიდა მაისურზე დანი ხარკესთვის მიძღვნილი წარწერა გაეკეთებინა. ალბათ გულმა მიგრძნო, გოლი გავიტანე და შეუძლებელი იყო ასე არ მოვქცეულიყავი, რადგან ეს გოლი მე არ მეკუთვნოდა, ეს დანის ეძღვნებოდა. 

 

andres iniesta 2010 world cup goal-ის სურათის შედეგი

 

 

პოლიტიკა 

 

ეს ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკაში არ ვერევი. ამას იმ ადამიანებმა უნდა მიხედონ, რომლებიც ხალხის ინტერესებს წარმოადგენენ.

 

 

როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი იდეალურად

 

არაა აუცილებელი ყველა ფეხბურთელი 185 სანტიმეტრი და 75 კილოგრამი იყოს. ფეხბურთის კარგად თამაში გუნდში არსებულ ბალანსზეა დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ეტალონი ფეხბურთელი, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. ისტორიაში, ათლეტური აღნაგობის არ მქონე არაერთი შესანიშნავი მოთამაშე ყოფილა.

ჩემი თამაში მხოლოდ სტატისტიკით არასდროს შემიფასებია.

 

 

თავდაცვა 

 

ფეხბურთი გუნდური სპორტია, ამიტომ მეტოქის შეტევების მოსაგერიებლად მთელმა გუნდმა თავი ერთიანად უნდა დაიცვას. 

 

 

ინტერესი რეალის მხრიდან 

 

იყო დრო, როცა ჩემი შეძენით მადრიდის რეალი ინტერესდებოდა, მაგრამ მე სამეფო კლუბში არ გადავსულვარ, რადგან იქ თამაში არ მინდოდა. ბარსელონაში ჩემი კარიერის დასაწყისი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ჯობია ითამაშო კატალონიურ კლუბში 10 წუთი, ვიდრე მთელი მატჩი სხვა კლუბში. 

 

 

რატომ ვისელ კობე 

 

საკმაოდ ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ არჩევანი კობეზე შევაჩერე, რადგან ეს საინტერესო პროექტია და მე იაპონია მომწონს. 

 

andres iniesta visel kobe-ის სურათის შედეგი

 

 

ბარსელონა

 

იმედი მაქვს, მომავალში ამ კლუბში დაბრუნებას შევძლებ, რადგან ეს ჩემი სახლია, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. 

 

 

კლუბზე მაღლა თავს ვერასდროს დავაყენებ. 

 

ბავშვობაში ბარსელონაში წასვლა არ მინდოდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გადაწყვეტილება ჩემმა ოჯახმა მიიღო. მათ ჩემს გარეშე ძალიან უჭირდათ, მაგრამ შვილის კარიერაზე ზრუნავდნენ. რამდენიმე კვირის მერე, მამაჩემს ვესაუბრე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ეს გამოწვევა იყო. მამაჩემის ხასიათის სიმტკიცის მიუხედავადაც კი, თუ დედაჩემი ჩემს სახლში დაბრუნებას მოისურვებდა, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებდი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე თვეები იყო, თუმცა ბევრი კარგი ადამიანის დახმარებით, ნელ-ნელა სიტუაცია გაუმჯობესდა. 

 

ბარსელონას სტილი არ უნდა შეიცვალოს. დიახ, იცვლებიან ფეხბურთელები, მწვრთნელები. კომბინაციები, მაგრამ, ბარსას თამაშის მთავარი არსი არ უნდა შეიცვალოს. 

 

andres iniesta barcelona first-ის სურათის შედეგი

 

 

"ოქროს ბურთის" გარეშე დარჩენა 

 

ამ ფაქტის გამო იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. ვფიქრობ პატივისცემა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე "ოქროს ბურთი". 

 

არ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. "ოქროს ბურთი" თვალში ეკალივით არ მეჩხირება. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ მესიმ და რონალდუმ ამდენი ინდივიდუალური ჯილდო დაიმსახურეს. მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში თამაში მომიწია. ჩემს გარშემო ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ტრიალებდა. 

 

 

მესი

 

ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ჩვენი კარიერის უდიდესი ნაწილი ერთად გავატარეთ და ერთმანეთს იდეალურად ვიცნობთ. გვესმის ერთმანეთის მოძრაობის, გადაადგილების, ბურთის მიღების და დარტყმის მანერა. ვიცი, სად უნდა მოვძებნო ის მოედანზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი თავისთავად ხდება. ცხადია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი თანდაყოლილი გრძნობა არ არის, ასეთი რამ ერთად წლების განმავლობაში თამაშის შემდეგ ხდება.

 

ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. 

 

ვფიქრობ, მესის ნამდვილი სიდიადე იმაში გამოიხატება, რომ ამდენი წლის მერეც კი გულშემატკივრის გაოცებას ბრწყინვალედ ახერხებს. ბარსელონასთვის გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა დიდი პატივია. 

 

ტიტულისთვის ბრძოლაში ლეო შეუცვლელი ფიგურაა. 

 

andres iniesta ballon d'or-ის სურათის შედეგი

 

მცირე კონფლიქტი რონალდუსთან 

 

ეს 2009 წელს, კამპ ნოუზე, რეალთან თამაშის დროს მოხდა. არ მივცემდი კრიშტიანუს იმის უფლებას, რომ ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოევლინა. სასაუბროდ გვერდით გავედით, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.

 

დაკავშირებული სურათი

 

ჯილდოები 

 

არ ვიცი, საერთოდ რა საჭიროა ინდივიდუალური ჯილდოები. 

 

 

გვარდიოლა

 

გვარდიოლას მოსვლამდე, ბარსელონას ნათლად განსაზღვრული სათამაშო სტილი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ძალიან გვჭირდებოდა. პეპმა პირველივე ვარჯიშისას თავისი სათამაშო ფილოსოფია აგვიხსნა. მაგალითად, ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი დაბრუნებისთვის სწორი მოქმედება. გვარდიოლა დამეხმარა, რომ უფრო კარგი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. 

 

 

iniesta and guardiola-ის სურათის შედეგი

 

მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიო 

 

ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შემტევი ტრიო იყო. ბედნიერი ვარ, რომ შეტევის შეუდარებელ ტრიოსთან ერთად ვითამაშე. 

 

messi suarez neymar photos-ის სურათის შედეგი

 

 

ჩავისთან პარტნიორობა 

 

როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელიც შენსავით ფიქრობს, დიდი პრივილეგიაა

 

მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩავისგან ბევრი რამე მესწავლა. თუ ჩავი ჩემზეც იგივეს ამბობს, მაშინ ეს ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებში უნიკალური მომენტები განვიცადეთ. 

 

 

xavi and iniesta-ის სურათის შედეგი

 

სამომავლო გეგმები

 

უფეხბურთოდ ცხოვრება არ მინდა. მწვრთნელობა მსურს. ანდაც ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება...