პროგნოზი: ჩელსი-მანჩესტერ სიტი

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან. 

ჩელსი-მანჩესტერ სიტი

დრო: შაბათი, 8 დეკემბერი, 21:00 საათი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი, 33)


სატურნირო მდგომარეობა 

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ყოფილი (ჩელსი) და მოქმედი (მანჩესტერ სიტი) ჩემპიონები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი გათამაშების ლიდერთა ოთხეულში იმყოფება და ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით.

 

ჩელსი, რომელიც 13 ტურის შემდეგ იმ სამ გუნდს შორის იმყოფებოდა, რომელთაც შიდა ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი წაუგიათ, ბოლო სამი შეხვედრიდან ორში დამარცხდა. არისტოკრატებმა ჯერ ლონდონური დერბი ტოტენჰემთან (3:1) წააგეს, არასრულ ორ კვირაში კი მარცხი ვულვზთან სტუმრად იწვნიეს (1:2). მიუხედავად ამისა, საწყის ტურებში დაგროვილი ქულებისა და მიჯრით მოგებული შეხვედრების შედეგად, მაურისიო სარის გუნდი 31 ქულას ფლობს და მეოთხე ადგილს იკავებს. ჩელსიმ 31 გოლი გაიტანა და 13 გაუშვა, ამ ბოლო კომპონენტში ლურჯები მხოლოდ მანჩესტერ სიტისა და ლივერპულს ჩამორჩებიან.

 

სტემფორდ ბრიჯზე ჩელსი ძალიან კარგად თამაშობს, სახლში ლონდონურ გუნდს ინგლისის ჩემპიონატში 11 მატჩი არ წაუგია.

 

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატში დამაჯერებლად დომინირებს, ამჟამადაც ლიდერის როლშია. ქალაქელები ევროპის ელიტარულ ჩემპიონატებში იმ ხუთ გუნდს შორის შედიან, რომელთაც მიმდინარე სეზონში მარცხი არ განუცდიათ, პრემიერლიგაში კი ასეთი მასთან ერთად მხოლოდ მეორეადგილოსანი ლივერპულია.

 

სიტის, რომელმაც პრემიერლიგის ამ სეზონში ზედიზედ შვიდი და საერთო ჯამში 13 მატჩი მოიგო, 41 ქულა აქვს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ყველაზე მეტი - 45 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 7 გაუშვეს, რაც საუკეთესო ბალანსია. მანჩესტერელებზე ნაკლები მხოლოდ ლივერპულს აქვს გაშვებული (6). სიტის ყველა ტურნირზე 16, ხოლო პრემიერლიგაში 21 მატჩი არ აქვს წაგებული.

 

სტუმრად სიტი ისეთივე კარგია, როგორც საშინაო არენაზე - გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 14 შეხვედრაში გუნდს არ წაუგია.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების მრავალმატჩიანი დაპირისპირებების ისტორიაში ბოლო პერიოდში მანჩესტერ სიტი დომინირებს. ქალაქელებმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს, მეტოქეს ჯამში 4 გოლი გაუტანეს, თავად კი არცერთი გაუშვეს.

 

ჩელსის სიტისთან საშინაო არენაზე ზედიზედ ორი შეხვედრა წაგებული აქვს, თანაც ისე რომ გოლი არ გაუტანია.

 

ბოლოს ლურჯებმა სიტის დამარცხება 2017 წელს სტემფორდ ბრიჯზე (2:1) შეძლეს.

 

ბოლო სამ შეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებს.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ჩელსი: არიზაბალაგა, ალონსო, ლუისი, რუდიგერი, ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, კანტე, აზარი, ჟირუ, პედრო.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი (იტალია).

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, დელფი, ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, მაჰრეზი, ჟეზუსი, სტერლინგი.

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).

 

პროგნოზი

ლურჯებისთვის, რომლებმაც ბოლო სამიდან ორი მატჩი წააგეს, მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ძალიან რთული მომენტია. მაურისიო სარის გუნდის ასპარეზობა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ და სარეკორდო ჩემპიონობის გზაზე მდგარ მანჩესტერ სიტისთან გუნდი არ დამარცხდება.

 

პრემიერლიგის ბოლო ოთხი მატჩიდან ჩელსიმ მხოლოდ ერთი მოიგო. სიტის კი 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნევა.

სიტი მოიგებს @1.95

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.70


ჩელსი-სიტი

მანჩესტერ სიტის ჩელსისთვის ზედიზედ ოთხი მატჩი არასდროს მოუგია - ეს გუნდებს შორის 161-ე დაპირისპირება იქნება.

პრემიერლიგაში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში ჩელსის კარში ზუსტად მხოლოდ შვიდჯერ აქვს დარტყმული. ამაზე ცოტა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლესტერს-სიტისა (4) და ჰადერსფილდის-ლივერპულის წინააღმდეგ (6) აქვს.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე 2002 წლის აპრილის შემდეგ არასდროს დაუმარცხებია, მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა 3:0 იმარჯვა.

ჩელსისთვის ეს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მე-15 მატჩი იქნება, როდესაც მისი მეტოქე სატურნირო ცხრილში ლიდერობს.

მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში სტუმრად 14 მატჩი არ წაუგია (11 მოგება, 3 ფრე) - ქალაქელებს ამაზე კარგი შედეგი არასდროს ჰქონიათ.

მაურისიო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა არ წაუგია, მაშინ ნაპოლიმ რომასა და ატალანატას წინააღმდეგ მიჯრით ორი შეხვედრა დათმო.

სერხიო აგუეროს სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის კარში 5 გოლი აქვს გატანილი, ამაზე მეტი მხოლოდ რობინ ვან პერსის აქვს გატანილი (6). 

მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ყველა ტურნირზე პირველი შვიდი შეხვედრა ჩელსის წინააღმდეგ არ ჰქონდა მოგებული (4 ფრე, 3 წაგება), თუმცა ბოლოს ზედიზედ სამ მატჩში არისტოკრატების ძლევა მოახერხა.

მანჩესტერ სიტის გერმანელ შემტევ ლეროი სანეს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში საწყის რვა ტურში მონაწილეობა არცერთ გოლში მიუღია, თუმცა მას შემდეგ 6 გოლის გატანა შეძლო.