გილოცავ, მკვლელო!

რ არის აუცილებელი გიყვარდეთ ეს მოთამაშე. უბრალოდ, აღიარეთ მისი სიდიადე.

სან ანტონიოსთან ბევრი დიდი მოთამაშე იკარგებოდა. სან ანტონიომ დაკუჭა პირველ სუპერფინალში (2007) ახალგაზრდა ლებრონი. ჯეიმსმა სპერსთან 6 წლის შემდეგ მოიგო.

სან ანტონიომ მოკლა ლატრელ სპრიუელი, ალან ჰიუსტონი, რაშინ უოლასი, ჯეისონ კიდი, ჩონსი ბილაფსი და დუეინ უეიდი.

სან ანტონიომ ვერ მოკლა ის, მაიკლ ჯორდანის შემდეგ ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც დიდი ბრძოლებისთვის იყო დაბადებული.

ის არ არის ჩემი საყვარელი მოთამაშე. ის არ არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე. და მე მას თავს ვუხრი.

როგორც ყველა, ვისაც კალათბურთი უყვარს.

არ არის აუცილებელი გიყვარდეთ ეს მოთამაშე. უბრალოდ, აღიარეთ მისი სიდიადე. და როდესაც გაგახსენდებათ, როგორ ცლიდა სისხლისგან ის თქვენ საყვარელ გუნდს, თავის გაქნევის ნაცვლად თქვით მადლობა, რომ მის ეპოქაში ცხოვრობდით.

დღეს დაიბადა ლეგენდა.

ოქროსფერი გუნდის ლეგენდა. მკვლელი.

დღეს კობი ბრაიანტის დღეა.

გილოცავთ.