1 დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე: გურამ თუშიშვილი

მოქმედი ჩემპიონი ოქროს დასაცავად 

25 აგვისტოს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ერთადერთი ქართველი ფალავანი გამოვა და ეს გურამ თუშიშვილი იქნება.

მსოფლიოს, ევროპის ორგზის, არაერთი მასტერსისა თუ გრან პრის გამარჯვებული ძიუდოისტი, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, ოლიმპიადის პრიზიორობისთვის ემზადება, მანამდე კი მსოფლიო პირველობაზე კიდევ ერთი მედლის მოპოვებას შეეცდება.

თუშიშვილმა ტრიუმფით დაასრულა მინსკის მეორე ევროპული თამაშებიც, სადაც რუმინელ ვლადუ სიმონესკუს, პოლონელ მასიეი სარნაცკის და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს აჯობა, ფინალში კი ბეჭებით ტატამზე რუსი ინალ ტასოევი გააკრა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გურამ თუშიშვილის მედლების კოლექცია:

მსოფლიო ჩემპიონატი: 1 ოქრო,

ევროპის ჩემპიონატი: 2 ოქრო

მასტერსი/დიდი სლემი/დიდი პრიზი: 5 ოქრო

მსოფლიო თასი/ ევროპის თასი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2 ოქრო, 1 ბრინჯაო

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: 1 ოქრო

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი: 1 ბრინჯაო

ევროპის გუნდური ჩემპიონატი: 1 ოქრო

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი: 1 ოქრო

ევროპის ახალგაზრდული თასი: 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

ჭაბუკთა ევროპის თასი: 1 ვერცხლი

საქართველოს ჩემპიონატი: 2 ოქრო

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1 ვერცხლი