გრეგ პოპოვიჩი: მოვუმატებთ!

ავსტრალიასთან მეორე შეხვედრაში ამერიკის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო კემბა უოკერი (22 ქულა).

ავსტრალიასთან 94:98 წაგება ამერიკისთვის მოულოდნელი იყო. ამერიკა თუნდაც, ამ შემადგენლობით ავსტრალიაზე უკეთესი გუნდია. ამერიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუმატებს.

ვუსმენთ ამერიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

გრეგ პოპოვიჩი: „წავაგეთ, იმიტომ, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით. დღეს, ეს არის ჩვენი რეალური დონე, მაგრამ ნაკრებში მშრომელი ბიჭები არიან და აუცილებლად მოვუმატებთ. ამ ამერიკას დიდი რესურსი აქვს. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის და მჯერა, რომ ტურნირის დროს დავლაგდებით.“

ავსტრალიასთან მეორე შეხვედრაში ამერიკის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო კემბა უოკერი (22 ქულა).

ავსტრალიასთან ამერიკა 68:58 იგებდა და პატი მილსმა დარჩენილ დროში 2 8-ქულიანი გაქცევა გაარტყა. მილსი ლიდერია. მილსმა ნდობა სან ანტონიოში, პოპოვიჩისგან მიიღო. ნაკრებში პატი პირველია.

და, ჩინეთში ამერიკის მონაწილეობით რეალური ჩეხვები დაიწყება.