ხამეს როდრიგესი: დიდებული გრძნობა იყო

ახლა მთავარია ხარვეზები გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება

2 წლიანი პაუზის შემდეგ, ხამეს როდრიგესი მადრიდის რეალში დაბრუნდა. მოგეხსენებათ ბლანკოსს კოლუმბიელი მიუნხენის ბაიერნში ჰყავდა განათხოვრებული. რეალში დაბრუნების შემდეგ, ხამესმა სანტიაგო ბერნაბეუზე პირველი მატჩი გამართა, სადაც სამეფო გუნდმა ვალიადოლიდთან 1:1 ითამაშა.

 

„ორი წლის შემდეგ რეალში დაბრუნება და შინ თამაში დიდებული გრძნობა იყო. მიხარია, რომ კვლავ სამეფო გუნდისთვის გავირჯები. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ახლა მთავარია ხარვეზები გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება,“-თქვა კოლუმბიელმა.

 

პირველ ტურში რეალი სელტას ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, შემდეგ კი როგორც უკვე გითხარით ვალიადოლიდთან ფრეს დასჯერდა.