პროგნოზი:ესპანიოლი-ბარსელონა

სეზონის პირველი კატალონიური დერბი

ესპანიოლი-ბარსელონა

დრო: შაბათი, 8 დეკემბერი, 23:45 საათი

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

2018/19 წლების სეზონის პირველი კატალონიური დერბი შაბათს, კორნელია ე-პრატზე გაიმართება და მასში ესპანიოლი ბარსელონას უმასპინძლებს.

 

ესპანიოლს 21 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილს იკავებს. გუნდმა 17 გოლი გაიტანა და ერთით ნაკლები გაუშვა. ესპანიოლი, რომელსაც ლა ლიგაში სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს, საშინაო კედლებში მშვენივრად თამაშობს და ბოლო 9 მატჩიდან 7 მოგებული აქვს, აქედან გუნდი მხოლოდ ერთში დამარცხდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში არასტაბილურია, უკვე მოახერხა და წააგო უფრო მეტი მატჩი ვიდრე წინა გათამაშებაში, ლიდერის პოზიციის დათმობას 14 ტურის შემდეგ არავისთვის აპირებს. ბლაუგრანას მონაგარი 28 ქულაა, გუნდს ყველაზე მეტი - 37 გოლი აქვს გატანილი და 19 გაშვებული, ეს ჩემპიონატში საუკეთესო ბალანსია. ბარსელონამ ბეტისთან უხვგოლიან მატჩში დამარცხების შემდეგ, ზედიზედ ოთხ შეხვედრაში დაუმარცხებლის სტატუსი მოიპოვა, აქედან ბოლო სამი ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გამარჯვებით დაასრულა. ბარსელონა სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს, გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან ერთი წააგო, აქედან 6 კი გამარჯვებით დაასრულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

საშინაო არენაზე ბოლო 24 დაპირისპირებიდან ესპანიოლმა ერთდერთი მოიგო.

 

წინა სეზონში გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ, აქედან ორჯერ ბარსელონამ იმარჯვა, ერთხელ კი ესპანიოლმა.

 

ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, ვილა, ჰერმოსო, დავიდ ლოპესი, ხავი ლოპესი, გრანერო, როკა, დარდერი, პიატი, ინგლესე, პერესი.

მთავარი მწვრთნელი: რუბი (ესპანეთი).

 

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი, მესი, სუარესი, კოუტინიო.

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

პროგნოზი

აშკარაა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი კატალონიური დერბის ფავორიტია, მცირე ჩავარდნის შემდეგ, მესიმ და კომპანიამ თავიანთი რიტმი დაიბრუნეს, ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფი მოიგეს და ლა ლიგაშიც გალიდერდნენ. მიუხედავად ამისა, ბარსელონას დაცვა კრიტიკას ბოლო პერიოდში ვეღარ უძლებს, გუნდმა უკვე 19 გოლი გაუშვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბარსელონა დიდი ალბათობით ამ შეხვედრას მოიგებს, თუმცა კარის მშრალად შენახვას ვერ შეძლებს. 

 

ბარსელონა მოიგებს @1.55

გოლის გატანას ორივე გუნდი შეძლებს @1.70 


ესპანიოლი-ბარსელონა

ესპანიოლმა ლა ლიგაში ბოლო სამი მატჩი წააგო - მიჯრით ოთხი მატჩი ბოლოს კატალონიელებმა 2012 წელს დათმეს.

ბარსელონამ ლა ლიგის ამ სეზონში 2 მატჩი წააგო, ერთით მეტი ვიდრე წინა სეზონში.

ამ სეზონში ბარსელონამ თამაშიდან ყველაზე მეტი 28 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 9 მათ სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანეს.

თუ ლა ლიგის მატჩები ამ სეზონში პირველი ტაიმის შემდეგ დასრულდებოდა, ესპანიოლს 13 ქულით მეტი ექნებოდა, ვიდრე ახლა აქვს. სხვა გუნდებთან შედარებით ეს ყველაზე დიდი განსხვავებაა.

ბარსელონას კაპიტანს ლიონელ მესის ლა ლიგაში ესპანიოლის წინააღმდეგ 3 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული. ესპანიოლი ოთხიდან ერთ-ერთი გუნდია, რომლის კარშიც არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მინიმუმ სამი გოლის გატანა სამჯერ შეძლო (ასეთი შედეგი ლიონელს ასევე ოსასუნას, ვალენსიასა და დეპორტრივოს წინააღმდეგ აქვს).

ბარსელონას თავდამსხმელ ლუის სუარესს ბოლო 8 მატჩში ესპანიოლის კარში გატანილ 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 4 საგოლე პასი).

ბარსელონას მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანიოლის წინააღმდეგ გამართული რვა მატჩიდან არცერთი მოუგია (3 ფრე, 5 წაგება).

ესპანიოლის თავკაც რუბის ბარსელონას წინააღმდეგ ლა ლიგაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე წაგებული.