დონოვან მიტჩელის მენიუში ავსტრალია არ არის

ავსტრალიასთან მიტჩელი პატი მილსს იჭერდა. და მილსმა 30 ქულა აიღო.

ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დონოვან მიტჩელია. იუტას მსროლელს ძალიან კარგი, პროდუქტიული სეზონი ჰქონდა და ნაკრებშიც უნდა მოუმატოს. მიტჩელმა პოპოვიჩის როტაციაში კონკრეტული როლი მიიღო - ის დიდ დროს და ბევრ სროლას მიიღებს.

ავსტრალიასთან მიტჩელი პატი მილსს იჭერდა. და მილსმა 30 ქულა აიღო.

დონოვან მიტჩელი: „ჩემს მენიუში არ არის კერძი ავსტრალია. მე ეს კერძი არ მომწონს. მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო სხვა გუნდებს მივაქცევთ ყურადღებას. კი, ავსტრალიაში ბევრი კარგი მოთამაშეა, ჯო (ინგლესი, ავტ.) იუტაში ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ავსტრალიამ მოიგო და ეს მათთვის კარგია. ჩვენთვის ეს უბრალოდ, მოსამზადებელი ეტაპის კიდევ ერთი თამაში გახდა. ყველა მატჩის მოგება გვინდა, მაგრამ დასვენება, ენერგიის აღდგენაც მნიშვნელოვანია.“

23.8 ქულა, 4.2 პასი, 4.1 მოხსნა, 1.4 ჩაჭრა - მიტჩელი უკვე განსაკუთრებულია. იუტაში, სადაც პერსონალურ სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

დ.მ: „საინტერესო სეზონი იქნება. დასავლეთში კარგი მოთამაშეები წამოვიდნენ. მინდა, რომ იუტა რაც შეიძლება, შორს გავიდეს. ჩვენ შევიცვალეთ და ვნახოთ, როგორ სტარტს ავიღებთ.“

ეს იუტა ჩემპიონობისთვის იომებს.

ეს ამერიკა ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.