433-მა მერებაშვილის კურიოზი გაიხსენა, ქართველმა გვერდს უპასუხა 

პოპულარული საფეხბურთო გვერდი 433 instagram-ში საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი მერებაშვილის ვიდეოს აქვეყნებს 

პოპულარული საფეხბურთო გვერდი 433 instagram-ში საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი მერებაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. 


2016/17 წლების სეზონში, ექსტრაკლასას მატჩში, პლოცკის ვისლას ქართველი 10-იანი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა, მეტოქის მცველები და მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარს ააცილა. 433-მა ამ ვიდეოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: "From leo messi to messy". 

 

View this post on Instagram

From @leomessi to messy  @ekstraklasa_official

A post shared by 433 (@433) on


საფეხბურთო გვერდის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიასგან. კომენტარებში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაწერა: "მისთვის ეს იოლი საქმეა, უბრალოდ მან მეტოქეს შანსი მისცა. კარგი ბიჭი".

 

ცოტა ხანში, 433-ს თავად 33 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც უპასუხა, რომელმაც ზაგლებიესთან ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ გატანილი გოლის ვიდეო დადო, 433 მონიშნა და დააწერა "Old but Gold". 

 

View this post on Instagram

Old but Gold @433 @ekstraklasa_official @wislaplocksa

A post shared by Giorgi Merebashvili (@giorgi_merebashvili10) on

 

მერებაშვილი პოლონურ კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 98 მატჩში მან ვისლასთვის 17 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.