დანიის 22: ტრავმირებულია... მთავარი მწვრთნელი

დანიის ნაკრების ყოფილმა ბომბარდირმა იონ დალ ტომასონმა 22 რჩეული დაასახელა: ის ფეხბურთელები, რომლებიც გიბრალტართან 5 სექტემბრის და საქართველოსთან 8 სექტემბრის მატჩებისთვის მოემზადებიან.

რატომ დაასახელა ტომასონმა? საქმე ისაა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე ტრავმირებულია, ტომასონი კი მისი თანაშემწე გახლავთ: მუხლის ოპერაცია გაიკეთა და გაურთულდა, ინფექცია აქვს. ამიტომაც ტომასონი წარსდგა ჟურნალისტებთან.

 

მეკარეები: კასპერ შმაიხელი, იესპერ ჰანსენი;

 

მცველები: ჰენრიკ დალსგაარდი, სიმონ კიაერი, მატიას იორგენსენი, ანდრეას კრისტენსენი, იოაკიმ ანდერსენი, იენს–სტრიგერ ლარსენი;

 

ნახევარმცველები: კრისტიან ერიქსენი, იონას კნუდსენი, ლას შონე, პიერ–ემილ ჰიობერგი, ტომას დელანი, დანიელ ვასი;

 

თავდამხმელები: რობერტ სკოვი, ლუკას ლერაგერი, ფილიპ ბილინგი, მარტინ ბრაითვაიტი, კასპერ დოლბერგი, კრისტიან გიტკიაერი, იუსუფ პოულსენი;     

 

ანდერსენი ლიონიდან და ბილინგი ბორნმუთიდან – მათ არასოდეს უთამაშიათ მთავარ ნაკრებში. ასევე, დიდხნიანი შესვენების მერე გამოიძახეს კნუდსენი, გიტკიაერი და ლერაგერი.  

 

დანაკლისს რაც შეეხება, ტრავმა აქვთ მარჯვენა მცველ პეტერ ანკერსენსა და ფორვარდ ნიკოლაი იორგენსენს.

 

საქართველო–დანია თბილისის დინამო არენაზე 8–ში საღამოს 8 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 5 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდს თურქეთში სამხრეთ კორეასთან ელის ამხანაგური მატჩი.