სულშერმა სანჩესს მწვანე შუქი აუნთო

დიდი ალბათობით ჩილელი მალე მანჩესტერს დატოვებს

ალექსის სანჩესმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს. ბოლო ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერი მისი გაშვების მომხრეა და დიდი ალბათობით ჩილელი წითელ ეშმაკებიდან წავა. აქვე გეტყვით, რომ ოლდ ტრაფორდიდან აბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს და მისით ინტერია დაინტერესებული.

 

სამხრეთ ამერიკელი მანჩესტერში 2018 წლის იანვარში არსენალიდან გადავიდა. იგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მანკუნიელთა მაისურით სანჩესმა ჯამში 45 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მანჩესტერი რომელუ ლუკაკუმაც დატოვა.