სამ მატჩში სამი დუბლი - იბრა MLS-ში დაფრინავს (VIDEO)

ზლატანმა დერბიში გაიბრწყინა 

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-შიც დაფრინავს. შევედი თავდამსხმელი სუპერფორმაშია: ბოლო სამ მატჩში სამი დუბლი. 


ლოს ანჯელეს გალაქსის ვეტერანმა თავდამსხმელმა 27-ე ტურში გამართულ დერბიშიც წარმატებით ითამაშა. იბრამ ლოს ანჯელესს 2 გოლი გაუტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (3:3). 


37 წლის ფორვარდს ამ სეზონში უკვე 22 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კარლოს ველას ჩამორჩება (27). 


აიაქსის, მილანის, ინტერის, იუვენტუსის, ბარსელონას, პსჟ-ს და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში შარშან მარტში გადაბარგდა და წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.