ლეონარდო რეალს ელაპარაკება

პსჟ რეალის შემტევის დამატებაზე მუშაობს

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს ფრანგულ გუნდში ვინიციუს ჯუნიორის გადაბირება სურს. სატრანსფერო ფანჯარა უახლოეს დღეებში დაიხურება და წესით ყველაფერი მალე გადაწყდება.

 

ნეიმარი, მბაპე და კავანი ტრავმირებულები არიან, შესაბამისად ტუხელის გუნდი შემტევის დამატებაზე ფიქრობს. ისიც სათქმელია, რომ ბლანკოსის დატოვებაზე წესით თავად ფეხბურთელიც უნდა ფიქრობდეს, რადგან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

 

ვინიციუსი რეალში შარშან ზაფხულს ფლამენგოდან გადავიდა. წინა სეზონში ბრაზილიელმა 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.