უკან, მომავალში

სხვებთან ამერიკას ოდნავ მეტი დასჭირდება. სხვებთან პოპოვიჩიც ოდნავ მეტს გააკეთებს.

ამერიკამ მოიგო. რობერტ ზემეკისის მანქანის გარეშე. კანადასთან. 84:68.

20:9, 26:22, 18:16, 20:21.  ამერიკამ დიდი შესვენების შემდეგ ოდნავ დააგდო ტემპი და ამერიკამ თავიდანვე აკრიფა. ეს იყო მოტივირებული გუნდის აგრესიული კალათბურთი. შედეგის მომტანი კალათბურთი. ამერიკული კალათბურთი.

ამერიკამ დატვირთა ლიდერები. და ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრაუნი გახდა. 19 ქულით. 12 ქულა აიღო დონოვან მიტჩელმა. იუტას პატარა კაცი ძალიან კარგი იყო. 12 ქულა გაშანსა კემბა უოკერმაც. კიდევ ერთი ბოსტონიდან. კიდევ ერთი, რომელმაც ლტოლვით შეუბერა.

შეხვედრა სიდნეიში გაიმართა. ამერიკამ ბოლო ტესტი ჩაატარა და ამის შემდეგ უკვე ჩინეთში გადაფრინდება, სადაც სამდღიან აკლიმატიზაციას გაივლის.

ამერიკის მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი უკმაყოფილო იყო. ჩვენ ვიყავით პასიურები მეორე ტაიმში და დავკარგეთ მოგების სურვილი, აღნიშნა გრეგმა.

სხვებთან ამერიკას ოდნავ მეტი დასჭირდება.

სხვებთან პოპოვიჩიც ოდნავ მეტს გააკეთებს.