უხერხული მეტოქე დამარცხებულია - ბასილაშვილი მეორე წრეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ს ღია პირველობაზე იმარჯვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პივრლობის მეორე წრეშია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკაში მიმდინარე დიდი სლემის ძირითადი ბადე უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩთან გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილმა უნგრელ სპორტსმენს, რომელსაც ამ წელს ოთხჯერ შეხვდა და სამჯერ დამარცხდა, ხუთ სეტში - 3:6, 6:4, 2:6, 6:3, 3:6 აჯობა.

ამ მოგებით ბასილაშვილმა ფუქსოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში სხვაობა შეამცირა - 3:5.

მეორე წრეში 27 წლის ქართველის მეტოქე მსოფლიოს 394-ე ჩოგანი ამერიკელი ჯეისონ ბრუკსბი იქნება. მატჩი 29 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.