მილანი და ატლეტიკო ფასზე შეთანხმდნენ

დიდი ალბათობით როსონერი მალე ატლეტიკოს ფორვარდს დაიმატებს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ატლეტიკოს ფორვარდი ანხელ კორეა კარიერას მილანში გააგრძელებს. ცნობილია, რომ როსონერის და როხიბლანკოს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა, ესპანელები ფორვარდში 35 მილიონს ითხოვდნენ. ბოლო ინფორმაციით იტალიური გრანდი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს.

 

არახალია, რომ როსონერის სერიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს. მარკო ჯამპაოლოს გუნდს კორეას გარდა, ხამეს როდრიგესის შეძენაც აქვს მოწადინებული.

 

რაც შეეხება კორეას, ატლეტიკოს ღირსებას იგი 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. წინა სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 49 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.