მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 4 ბრძოლა მოიგო 

 

ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს. 


ტოკიოში, -81 კგ წონითი კატეგორიაში, საქართველოს ახალგაზრდა ფალავანი ლუკა მაისურაძე წარმოადგენს.

 

21 წლის სპორტსმენმა 4 ბრძოლა მოიგო (სამოელ პენიამინა პერსივალთან, თურქ ვედატ ალბაირაქთან, მონღოლ უღანთაბარ ოტგონბათართან, ბელგიელ სემი ჩუჩისთან) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ აბდელაალ მუჰამედთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 

 


მაისურაძის მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლთაბოევია