ზლატანი: გჭირდებით? აქ ვარ!  

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს 

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლო ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. როგორც თავად შვედი თავდამსხმელი ამბობს, თუ მანჩესტერ იუნაიტედს მისი დაბრუნება დასჭირდება, თავად მზად იქნება.


"მე ჩვეულებრივი მამაკაცი კი არა, რომი ვარ, ლომი კი მუდმივად ვითარდება. პრემიერლიგაში თამაში ახლაც მარტივად შემიძლია. მანჩესტერ იუნაიტედს თუ ვჭირდები, მე აქ ვარ. თუმცა, ამჟამად გალაქსის ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ MLS-ზე ვარ კონცენტრირებული.


ევროპაში ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ძალიან მახარებს. 33 ტიტული მოვიგე, მაგრამ მგონია, რომ ტრიუმფი ამერიკაშიც შემიძლია, აი მერე კი ვიფიქრებ სად დავასრულო კარიერა. 


მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს ვაკვირდები. მათ თამაშს კრისტალ პალასთან ვუყურე, პენალტი რომ გაეტანათ, საერთოდ განსხვავებულ მატჩს ვნახავდით",-თქვა 37 წლის ფეხბურთელმა. 


მილანის, ინტერის, იუვენტუსის, პსჟ-ს, ბარსელონას, იუვენტუსის, აიაქსის და მალმიოს ყოფილმა ფორვარდმა მანჩესტერში წელიწადნახევარი ითამაშა, 29 გოლი გაიტანა, ინგლისის ლიგის თასი, სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.