მსოფლიო ჩემპიონი დამარცხებულია - მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა!

საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში მეორე მედალი მოიპოვა 

 

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია


21 წლის ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ირანელი საიდ მოლაეი დაამარცხა. 


საერთო ჯამში, მაისურაძემ ტურნირზე 6 ბრძოლა მოიგო. სამოელ პენიამინა პერსივალთან, თურქ ვედატ ალბაირაქთან, მონღოლ უღანთაბარ ოტგონბათართან, ბელგიელ სემი ჩუჩისთან გამარჯვების შემდეგ, ლუკა მოჰამედ აბდელაალთან დამარცხდა და გამოსვლა რეპეშაჟში გააგრძელა. ბრინჯაოს გზაზე, მაისურაძემ დამატებით დროში, ორი ვაზარით უზბეკ ბოლთაბოევს მოუგო, ბოლოს კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბეჭებზე გააკრა. 


საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. 1 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში კანადასთან ერთად მეორე ადგილს იკავებს.