პიკე: ნეიმარს ველოდებით 

ბარსელონაში ბრაზილიელის დასახვედრად ემზადებიან

 

ჟერარდ პიკეს თქმით, ბარსელონას ფეხბურთელები ნეიმარის დაბრუნებას დღე-დღეზე ელოდებიან. 


"რა თქმა უნდა, ჩვენ მისი დაბრუნება გვსურს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომლის განხორციელება და კონტროლიც ჩვენი საქმე არ არის. ველოდებით იმ ადამიანების პასუხს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.


დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი ყველაფრის შესახებ ძალიან ბევრს ფიქრობს და ამას სწორად აკეთებს",-თქვა ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა. 


როგორც ესპანური მედია წერს, პსჟ-ს და ბარსელონას წარმომადგენლები ერთმანეთს საბოლოოდ დღეს შეხვდებიან, ხუთშაბათს კი ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოფილი კლუბის ქომაგების წინაშე წარსდგება.