მანჯუკიჩმა პსჟ-ს უპასუხა

ხორვატის მომავალი გაირკვა

ბოლო პერიოდში მარიო მანჯუკიჩზე არაერთი ცნობა დაიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატება პსჟ-ს სურს. კავანის, მბაპეს და ნეიმარის ტრავმების გამო, ფრანგებს ფორვარდის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.

 

ბოლო ცნობით, მანჯუკიჩი ლიგა 1-ში არ გადავა. ხორვატმა ფორვარდმა ტუხელის გუნდი უარით გაისტუმრა. ჯანლუკა დი მარციოს თქმით, გამოცდილი ფეხბურთელი ბებერი ქალბატონის დატოვებას არ აპირებს.

 

ცნობისთვის, პსჟ-ს გარდა მისი დამატება დორტმუნდის ბორუსიას და მილანს სურთ. წინა სეზონში მანჯუკიჩმა 33 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.