პსჟ-ს და ბარსას პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ამ შეხვედრაზე ჯანლუკა დი მარციო წერს...

მონაკოს ერთერთ სასტუმროში ბარსელონასა და პსჟ-ს პრეზიდენტები, ბართომეუ და ნასირ ელ-ხელაეფი ერთმანეთს შეხვდნენ. საუბარი, რა თქმა უნდა, ნეიმარის ტრანსფერს შეეხება. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეები თითქმის შეთანხმდნენ და ბრაზილიელი ყოფილ კლუბს დაუბრუნდება.

 

ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ პარიზელებს ფეხბურთელში 220 მილიონის მიღება უნდათ და სხვა ალტერნატივას არ განიხილავს.