ბილ რასელის გასახდელიდან ნაკრებამდე

ამერიკის მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა კემბას მშრომელი ლიდერი უწოდა. დიდი კომპლიმენტი გრეგისგან.

კემბა უოკერმა ბოსტონში კაირი ირვინგის ადგილი მიიღო. გუნდის ძირითადი გამთამაშებელი, რომელიც ახალ სეზონში ბევრისთვის ბევრის დამტკიცებას ეცდება.

კემბა ბოსტონის ახალი ლიდერია. კონკრეტულად, კემბა ჯერ არ არის ლიდერი, მაგრამ ეცდება - რომ გახდეს. სელტიქსის ლიდერი განსაკუთრებული უნდა იყოს.

კემბამ იცის, რომ მწვანე გუნდის ლიდერები იყვნენ ბილ რასელი და ლარი ბერდი. რომლებიც შარმით, თვალებით, გულით, მუშტით იგებდნენ და კემბამ ეს უნდა ისწავლოს, დაამუღამოს.

დღეს, კემბა ამერიკის ნაკრების მთავარი ვარსკვლავია.

უოკერმა თქვა, რომ მას ბოსტონთან ერთად ჩემპიონობა უნდა.

ამერიკის მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა კემბას მშრომელი ლიდერი უწოდა. დიდი კომპლიმენტი გრეგისგან.

კემბამ უნდა გაიაროს ერთი დიდი გზა. ბოსტონის გასახდელიდან ამერიკის პოდიუმამდე და თუ ის არ გაჩერდება, საკალათბურთო პანთეონი ახალ, რეალურ ლიდერს მიიღებს.

კემბა მზად არის ლიდერობისთვის. ამ ამერიკას აკლია ის, განსაკუთრებული ლიდერი და კემბა გუნდის სოლო იქნება. რომელიც ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს.

ველოდებით.