თუშიშვილი ნახევარფინალშია​​!

მოქმედი ჩემპიონი ფინალთან ახლოსაა

 

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

 

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე, ქართველმა ფალავანმა სამი ბრძოლა ჩაატარა, ყველა იპონით მოიგო და გადამწყვეტი შეხვედრის ჭიდაობას ერთი გამარჯვება აშორებს. 

 


ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ინდოელი შუბამ კუმარი, მერე ტაჯიკი თემურ რახიმოვი, ბოლოს კი ჰოლანდიელი ჰენკ გროლი გააკრა ბეჭებზე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 

 


24 წლის სპორტსმენს ნახევარფინალში მასპინძელი ჰისაიუში ჰარაშავას სახით რთული მეტოქე ეყოლება. თუშიშვილი ტატამზე 14:00 საათზე გავა.