კლასი და კლასიკა

გუნდმა დატვირთა განაცხადში შეყვანილი ყველა მოთამაშე. სოლირებდნენ ვარსკვლავები.

მსოფლიოს ჩემპიონატი. D ჯგუფი

სერბეთი - ანგოლა 105:55 (29:20, 21:12, 28:15, 27:12)

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (24 ქულა+3 პასი), მილუტინოვი (14), იოკიჩი (14+6 პასი+5 მოხსნა), მარიანოვიჩი (12+10 მოხსნა), გუდურიჩი (9).

ანგოლა: მორაისი (15 ქულა).

ვარსკვლავი: ბოგდანოვიჩი.

 

სერბეთი ევროგრანდია. ანგოლა - მსოფლიოს ჩემპიონატების სტაბილური მონაწილე. და სერბეთმა იდეალური სტარტი აიღო.

გუნდმა დატვირთა განაცხადში შეყვანილი ყველა მოთამაშე. სოლირებდნენ ვარსკვლავები.

იოკიჩი სეირნობით იღებს ასაღებს და მისი შემცვლელებიც მისაღებ დონეზე იწყებენ ტურნირს.

სერბეთმა დაგლიჯა შორიდან - 20/13 ზუსტი სამიანი. თითქმის იდეალური იყო ბოგდან ბოგდანოვიჩი (7/5) და ანგოლამ 33 საშუალოდან მხოლოდ 13 გამოიყენა.

მივიღეთ, ის, რაც მოსალოდნელი იყო და სერბეთი უკეთეს კალათბურთს უკეთეს ოპონენტებთან ითამაშებს. მანამდე, გაერთობა.