მერებაშვილმა ვისლას მოაგებინა (+VIDEO)

ქართველმა შემტევმა ამ სეზონში სადებიუტო გოლი გაიტანა 

პოლონეთის ექსტრასკლასას მეშვიდე ტურში, პლოცკის ვისლამ ლოდზი მიიღო და 2:1 მოუგო.

 


ამ სეზონში სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმველმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. 33 წლის ფეხბურთელმა კუთხურის შემდეგ საჯარიმოდან გადმოგდებული ბურთი დაიმორიჩილა და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

 


მერებაშვილის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 7 ქულით მე-11 პოზიციაზე აიწია. შემდეგ ტურში ვისლა ზაგლებიეს სტუმრად დაუპირისპირდება.