შენელებული კალათბურთი

იორდანია ორი კაცით ვერც ერთ შეხვედრას ვერ წამოიღებს. შეასკდება, იომებს და წააგებს. შენელებული კალათბურთი იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატი. G ჯგუფი

დომინიკელთა რესპუბლიკა - იორდანია  80:76 (22:17, 25:19, 14:17, 19:23)

დომინიკელთა რესპუბლიკა: ლიზი (15 ქულა), ვარგასი (12+6 მოხსნა), რობერტსი (11), რამონი (10).

იორდანია: ალ დვაირი (34+10 მოხსნა), ტაკერი (24+5 მოხსნა+4 პასი).

ვარსკვლავი: ვიქტორ ლიზი.

 

დომინიკელთა რესპუბლიკა გადარჩა. სოლიდური პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდმა დიდი შესვენების შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა. მძიმე, მაგრამ მონდომებული იორდანია თამაშში დაბრუნდა და ბოლო წუთზე თამაშის გადარჩენის რეალური შანსი იყო.

ამ ჯგუფის ორი ფავორიტი ევროპიდან მოდის და ორივე შემდეგ რაუნდში მშვიდად, ელეგანტურად გადავა. ეს ორი გუნდი უკან დგას. კლასით, გამოცდილებით, მოთამაშეების კონტინგენტით. იდეაში, ყველაფრით.

კონკრეტულად, თამაშზე? დეტალური გარჩევა რთულია. იყო დაძაბულობა და უფრო დიდი დოზით - შეცდომები, რაც ამ დონის ტურნირისთვის არ არის კარგი.

მომგებმა მოიგო და იორდანია ორი კაცით ვერც ერთ შეხვედრას ვერ წამოიღებს. შეასკდება, იომებს და წააგებს. შენელებული კალათბურთი იყო.

აჰმად ალ დვაირიმ 18 სროლიდან 14 გამოიყენა.