რანდერსმა ლობჟანიძის დუბლით მოიგო (+VIDEO)

ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია 

დანიის სუპერლიგის მერვე ტურში, რანდერსმა საშინაო არენაზე გამოკვეთილ აუტსაიდერ სიკლებორგს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. 


გამარჯვება მთლიანად საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის დამსახურებაა. ქართველმა ფეხბურთელმა 31-ე და 50-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა. 24 წლის ლეგიონერმა მეტოქის კარი ჯერ თავური დარტყმით აიღო, მერე კი მცველის უყურადღებობით ისარგებლა, წამოეწია და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

 


ლობჟანიძემ ამ სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მიითვალა. საბა დანიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.


ბოლო კვირებია, დანიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლობჟანიძის გადაბირებით ბრონდბიუა დაინტერესებული. 


რანდერსს 8 ტურში 8 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.