საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელი გამოაკლდა

დანაკლისს ამჯერადაც ვერ ავცდით

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანაკლისია. ტრავმის გამო გუნდს უახლოეს 2 შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. საქმე იმაშია, რომ შახტარის მცველს მხრის ტრავმა აქვს. დონეცკელთა მედიკოსების ცნობით, ხოჭოლავა დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი ვლადიმირ ვაისის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის 26 წლის მცველს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება, 8-ში კი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დანიას უმასპინძლებს.