ფალკაო თურქეთში გადაბარგდა

33 წლის ფორვარდის ახალი გამოწვევა

რადამელ ფალკაო კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, კოლუმბიელმა გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არახალია, რომ მონეგასკთა დატოვება თავად ფორვარდსაც სურდა, რადგან ბოლო პერიოდში გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია.

 

ფალკაო მონაკოში თავიდან 2013-14 წლებში გამოდიოდა, შემდეგ კლუბი დატოვა და 2016 წლის ზაფხულში კვლავ ჟარდიმის გუნდის მაისურა მოირგო. 33 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.