ლუკაკუ: მოვუწოდებ ფეხბურთელებს, რასიზმის წინააღმდეგ გავერთიანდეთ!

ფეხბურთში რასიზმი კვლავ აქტუალურია

მთელი საფეხბურთო სამყარო რასიზმის წინააღმდეგაა გაერთიანებული, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ყველაფერი თითქმის ყველა ქვეყანაში იგრძნობა, მაგრამ იტალიაში განსაკუთრებით... კალიარისთან შეხვედრის დროს, კანის ფერის გამო რომელუ ლუკაკუს შეურაცხყოფა მიაყენეს. ბელგიელმა ფორვარდმა სწორედ ამ თემაზე დაწერა:

 

„წლებია უკვე ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, თუმცა არაფერი იცვლება. უნდა გავერთიანდეთ და ამ სიბინძურისგან ფეხბურთი გავწმინდოთ - რასიზმს ომი გამოვუცხადოთ. წინა თვეებში ამ ტიპის პრობლემა ბევრ მოთამაშეს შეეხო. ეს გუიშინ მეც გამოვცადე. ფეხბურთი ის თამაშია, რომელსაც ყველა აფასებს და დისკრიმინაციის ადგილი იქ არ არის. იმედი მაქვს, მთელი საფეხბურთო სამყარო რასიზმზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს. აუცილებელია, სოციალურმა მედიამაც (ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუქი) უკეთ იმუშავოს, რადგან ყოველდღე რასისტულ კომენტარებს ვაწყდები“, - დაწერა ლუკაკუმ