კიაერი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

დანიელის გზა ისევ იტალიას უბრუნდება

სევილიას ცენტრალური მცველი, სიმონ კიაერი ერთ წლიანი იჯარით ატალანტაში ითამაშებს. იტალიურ კლუბს დანიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროს შეადგენს.

 

დანიელ მცველს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში სათამაშო დრო არ ეძლევა, თუმცა კალჩოს შესანიშნავად იცნობს, რადგან გასულ წლებში პალერმოსა და რომაში აქვს ნათამაშები.