ოფიციალურად: ნავასი პსჟ-ში გადავიდა!

არადა, ნავასმა რეალთან ერთად ლიგა 3-ჯერ მოიგო

კეილორ ნავასი პსჟ-ში ითამაშებს. კოსტა-რიკელი მეკარე პარიზში დღეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა და კლუბთან ხელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. მის სატრანსფერო ფასად კი 10 მილიონი ევრო დასახელდა.

 

ნავასის სანაცვლოდ, რეალმა პსჟ-დან მეკარე არეოლა 1 წლიანი იჯარით დაიმატა. ის მადრიდულ კლუბში ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.