რკინის გუნდი

პოლონეთმა ეს გემოვნებით, ელეგანტური კალათბურთით გააკეთა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. A  ჯგუფი

კოტ დ’ივუარი - პოლონეთი  63:80 (24:20, 8:16, 17:19, 14:25)

კოტ დ’ივუარი: აბუო (23+6 მოხსნა), ტომფსონი (18+6 მოხსნა), დიაბატე (9+6 პასი).

პოლონეთი: ვაჩინსკი (16+6 პასი), კულიგი (14+7 მოხსნა), პონიტკა (12+4 მოხსნა).

ვარსკვლავი: ადამ ვაჩინსკი.

 

პოლონეთის ნაკრები გაიზარდა. პოლონეთი აღარ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე. პოლონეთმა ისწავლა მარჩინ გორტატის გარეშე მოგება, რაც არსებული რესურსიდან გამომდინარე, რთულია. პოლონეთმა ისწავლა მის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშის გამოყენება. და, პოლონეთი ძალიან კარგი დაცვით გამოირჩევა.

სუსტი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლა უფრო მარტივია, ვიდრე - საბერძნეთის ან - ლიტვის ჯგუფიდან. მაგრამ პოლონეთმა ეს გემოვნებით, ელეგანტური კალათბურთით გააკეთა. პოლონეთმა ყველა თამაში მოიგო და იყო დაუნდობელი.

მეორე ეტაპზეც შეიძლება ბრექობა. იქ პოლონეთი არგენტინას და რუსეთს გაესაუბრება და ყველა ლიდერის გარეშე დარჩენილ რუსეთთან მოგება რეალური იქნება. ისევე, როგორც - არგენტინასთან ბოლომდე ბრძოლა.

პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი კარგად დაიწყო. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს. რკინის გუნდი ჯერ დგას.