ჩვენი ძმები, ნიგერიელები

ნიგერიამ უნდა ისწავლოს უპირატესობის გამოყენება.

მსოფლიოს ჩემპიონატი. B  ჯგუფი

კორეა - ნიგერია  66:108 (15:17, 16:32, 19:30, 16:29)

კორეა: რა (18+11 მოხსნა+3 პასი), ლი (12+6 მოხსნა).

ნიგერია: ერიკი (17+9 მოხსნა), დიოგუ (16+6 მოხსნა), მეტუ (15+9 მოხსნა), უზო (10).

ვარსკვლავი: მაიკლ ერიკი.

 

მრგვალ ბაღთან სანაყინე ლუკა პოლარესთან ნიგერიელი სტუდენტები იკრიბებიან ხოლმე. ან, შეიძლება, აღარც იკრიბებიან, მაგრამ როდესაც იკრიბებოდნენ, ყოველთვის ხმაურობდნენ, ყველაფერზე საუბრობდნენ და ყურადღებას იქცევდნენ. ისევე, როგორც ნიგერიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპუიონატზე. საკმაოდ კარგი შემადგენლობა, ბევრი მოთამაშე NBA-დან და შედეგი, რომელიც ნიგერიაში კატასტროფად მიიღეს. ნიგერიამ წააგო რუსეთთან და ის თამაში მოსაგები ჰქონდა. უბრალოდ, რუსეთმა ჭკუით მოიგო. და, ნიგერია ოფსაიდში დარჩა.

კორეა ტურნირის ერთ-ერთი ცუდი გუნდია. მონდომებული, მაგრამ უშედეგო და აზრზე მოსაყვანი. კორეამ ითამაშა, მიიღო სიამოვნება, გამოცდილება და სახლში ბრუნდება. ბევრი წლის შემდეგ გაიხსენებენ, რომ კორეამ ითამაშა მსოფლიოზე და მწვრთნელებს ტაშს დაუკრავენ, პრემიას გამოუწერენ, დაასაჩუქრებენ.

როგორ ის ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც თითქმის არავის აღარ ახსოვს, ეს ნაკრებიც ბევრს დაავიწყდება. თუ, უკვე არ დაავიწყდა.

ნიგერიამ უნდა ისწავლოს უპირატესობის გამოყენება.

ეს ნაკრები მეტს იმსახურებდა? არ ვიცი, რთული სათქმელია.